воскресенье, 11 ноября 2018 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

   ტრენინგის ბოლო დღეს შევაჯამეთ განვლილი მასალა. წარვადგინეთ  ჩვენი პროექტები და დავუბრუნეთ ერთმანეთს უკუკავშირი. ჩვენი პორტფოლიოები ავტვირთეთ ბლოგზე. ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი, აქ შესწავლილ მასალას  გამოვიყენებ სასწავლო პროცესში .
  დიდი მადლობა ქალბატონ შორენა ბადურაშვილს ასეთი ნაყოფიერი და სასიამოვნო ტრენინგისათვის!

суббота, 10 ноября 2018 г.

მერვე დღის ეფლექსია

   ტრენინგის დაწყებისას განვიხილეთ სახელმძღვანელოში ფასილიტაციის ტექნოლოგიებს. ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე. ჩვენი თემისთვის შევქმენით ბუკლეტი . შევავსეთ პროექტის გეგმა სრულყოფილად, ასევე ვიმუშავეთ ბლოგზე ელექტრონული კითხვარების შექმნაზე და გამოქვენებაზე. ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ დისკზე. დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი.

воскресенье, 4 ноября 2018 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალის გახსენებით, ვისაუბრეთ დიფერენციაციულ სწავლებაზე, ყურადება გავამახვილეთ თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა შესაძლებლობები პროექტის განხორციელების დროს, იქნება ეს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები თუ ნიჭიერი მოსწავლეები.შევავსეთ შესაფერისი გრაფები. ასევე შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეთათვის, რომელიც დაეხმარება მათ სწორი მიმართულებაში. ტრენინგი იყო საინტერესო და ნაყოფიერი, რაც დამეხმარება შემდგომში პროექტის უკეთ  დაგეგმასა და წარმართვაში.