суббота, 27 октября 2018 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

   ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალის გახსენებით. დღეს გავეცანით  მე-3 და მე-4 მოდულებს: კავშირები და სასწავლო  პროექტის გეგმის გადახედვა. გავეცანით თუ როგორ მივცეთ ერთმანეთს უკუკავშირი (3-2-1), რომელსაც გამოვიყენებთ მოსწავლეებთან მუშაობის დროსაც. განვიხილეთ ინტერნეტი როგორც საძიებო და საკომუნიკაციო საშუალება. გავეცანით საავტორო უფლებებს, რომელსაც შემდეგ გამოვიყენებ მუშაობის დროს. ინტერნეტიდან გადმოვიწერეთ ჩვენს გთემასთან დაკავშირებული სურათები და შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმატი.

воскресенье, 21 октября 2018 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

   ტრენინგი დავიწყეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალის გახსენებით. შემდგომ გავეცანით სახელმძღვანელოში შეფასების სხვადასხვა მეთოდებს და მათ ინსტრუმენტებს. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები  და შევარჩიეთ ისინი პროექტისთვის. პროექტის გეგმაში ავტვირთეთ შეფასების გეგმები . გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. ტრენინგის ბოლოს გავეცანით power point -ს. შევქმენით პრეზენტაციები. მივიღეთ დავალება შემდგომი დღისთვის.

суббота, 20 октября 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია

  მესამე  დღის ტრენინგის დაწყებისას გავიხსენეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალა. შემდგეგ განვიხილეთ  ჩვენი თემების შესაბამისი სტანდარტები ინდიკატორებთან ერთად, რომლის მომზადება გვქონდა დავალებული საშინაო დავალებად, ვიმსჯელეთ მათ შესაბამისობაზე ,ასევე დავწერეთ მიზნები, გავეცანით თითოეული თემის მიზნებს, ვიმსჯელეთ მათზე, მივიღეთ რჩევები,გავითვალისწინეთ ერთმანეთის აზრები,  და გადავიტანეთ ისინი ჩვენს გეგმაში. ასევე შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
-რა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანზე?
    თემატური კითხვები

-რომელმა თანამედროვე საშუალებებმა შეიძლება გავლენა მოახინოს მოზარდთა ცხოვრებაზე?
- რა გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიები მათზე?
შინაარსობრივი კითხვები

- რომელია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები?
-რა სარგებელი მოაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს მოზარდებში?
-რა რისკები არსებობს თანამედროვე ტექნოლეგიების არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში?

воскресенье, 14 октября 2018 г.

მეორე დღის რეფლექსია

 მეორე დღის ტრენინგის დაწყებისას გავიხსენეთ წინა ტრენინგზე გავლილი მასალა. შემდგეგ განვიხილეთ  პროექტის თემები, რომლის მომზადება გვქონდა დავალებული საშინაო დავალებად. გავეცანით npc.ge განთავსებულ ეროვნულ სასწავლო გეგმებს და სტანდარტებს. ასევე გავეცანით viewer- ში მოცემულ ბუკლეტების ნიმუშებს. განვიხილეთ word-ის ფაილში ბუკლეტის შექმნა დიგრამებით და სხვადასხვა ფიგურებით. ყოველივე ეს დამეხმარება შემდეგში უფრო საინტერესო, სრულყოფილი და სანახაობრივად ლამაზი იყოს ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი. 

суббота, 13 октября 2018 г.

პირველი დღის რეფლექსიას

    ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით viewer -ის სახელმძღვანელოებს, სადაც განვიხილეთ პირველი მოდულის აქტივობები და შევინახეთ ძირითადი რესურსები (21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, პორთფოლიოს ჩეკლისტი), რომლებიც ძალიან საინტერესო იყო  ჩემთვის და მათი გათვალისწინება და გამოყენება  დამეხმარება შემდგომში პროექტზე მუშაობის დროს. შევქმენით საქაღალდეები პორთფოლიოსთვის, სადაც შევინახეთ ძირითადი რესურსები. ასევე შევქმენით ბლოგები და ვიმუშავეთ ელექტრონულ ფოსტაზე. ტრენინგის ბოლოს მოგვეცა   დავალება  მეორე დღისთვის -ერთი საპროექტო თემის შერჩევა.