суббота, 20 октября 2018 г.

მესამე დღის რეფლექსია

  მესამე  დღის ტრენინგის დაწყებისას გავიხსენეთ წინა ტრენინგზე განვლილი მასალა. შემდგეგ განვიხილეთ  ჩვენი თემების შესაბამისი სტანდარტები ინდიკატორებთან ერთად, რომლის მომზადება გვქონდა დავალებული საშინაო დავალებად, ვიმსჯელეთ მათ შესაბამისობაზე ,ასევე დავწერეთ მიზნები, გავეცანით თითოეული თემის მიზნებს, ვიმსჯელეთ მათზე, მივიღეთ რჩევები,გავითვალისწინეთ ერთმანეთის აზრები,  და გადავიტანეთ ისინი ჩვენს გეგმაში. ასევე შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
-რა ფაქტორებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანზე?
    თემატური კითხვები

-რომელმა თანამედროვე საშუალებებმა შეიძლება გავლენა მოახინოს მოზარდთა ცხოვრებაზე?
- რა გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიები მათზე?
შინაარსობრივი კითხვები

- რომელია თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები?
-რა სარგებელი მოაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს მოზარდებში?
-რა რისკები არსებობს თანამედროვე ტექნოლეგიების არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში?

2 комментария:

  1. საპროექტო გაკვეთილის თემა არის საინტერესო[თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება].ყურადღება აქვს გამახვილებული იმაზე, თუ რა რისკები არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიების არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევაში.წარმატებულ გაკვეთილებს გისურვებ.

    ОтветитьУдалить